ამერიკის ქალაქ ავრორაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ამერიკის ქალაქ ავრორაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სროლას აშშ-ის ილინოისის შტატის ქალაქ ავრორაში. 45 წლის ჰარი მარტინმა ცეცხლი კომპანია Henry Pratt-ის შენობაში გახსნა. სავარაუდოდ ის ამ კომპანიის თანამშრომელია. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

ეს კომპანია მილსადენებისთვის არმატურებს აწარმოებს.

დანაშაულის ჩადენის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ავრორას პოლიციის უფროსის თქმით, კაცმა ცეცხლი დანაშაულის ადგილზე მისულ სამართალდამცველებსაც გაუხსნა. ის ისროდა ლაზერიანი პისტოლეტით.

ინციდენტის შედეგად სულ 5 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 5 პოლიციელი. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.