ერდოღანი: ევროკავშირი თურქეთს გაწევრიანებაზე უარს მუსლიმანობის გამო ეუბნება

ერდოღანი: ევროკავშირი თურქეთს გაწევრიანებაზე უარს მუსლიმანობის გამო ეუბნება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განმარტა, რატომ არ იღებს თავის შემადგენლობაში თურქეთს. მისი თქმით, ამის მიზეზი ქვეყნის სახელმწიფო რელიგიაა. „გვითხრან ეს პირდაპირ“ , - აცხადებს ერდოღანი. მან ინტერვიუ ტელეკომპანია А Haber-ს მისცა.

2018 წლის ოქტომბერში ერდოღანი აცხადებდა, რომ ევროკავშირი თურქეთის გაწევრიანების პროცესს აჭიანურებს და ბრიუსელი უნდა ჩამოყალიბდეს ამ საკითხზე.

ბრიუსელსა და ანკარას შორის ასოცირების ხელშეკრულება 1963 წელს დაიდო. 1987-ში ქვეყანამ წევრობაზე გააკეთა განაცხადი, თუმცა, შესაბამისი მოლაპარაკებები მხოლოდ 2005 წლიდან დაიწყო.

ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიძაბა. ევროკავშირმა თურქეთის ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯები გააკრიტიკა. მასობრივი დაპატიმრებების გამო, ევროკავშირმა ახალი მოლაპარაკებების დოსიეს გახსნა შეაჩერა.