სტოლტენბერგი: რუსეთი ევროპის საზღვრებთან მეტი რაკეტის განთავსებას გეგმავს

სტოლტენბერგი: რუსეთი ევროპის საზღვრებთან მეტი რაკეტის განთავსებას გეგმავს

რუსეთი ევროპის საზღვრებთან მეტი რაკეტების განთავსებას აპირებს და ნატო ამისთვის მზად უნდა იყოს. განცხადება იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა. ამის შესახებ  Unian Info წერს.

სიტყვით გამოსვლისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და მოსკოვს საშუალო მანძილის რაკეტების განადგურებისკენ მოუწოდა.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, ალიანსი საპასუხო ზომების მიღებაზე მსჯელობს. მან რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოსკოვი ევროპის საზღვრებთან მნიშვნელოვანი ბირთვული სამხედრო ძალის განთავსებას გეგმავს.

საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვეს საშუალოდ ახლო მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ. ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლია.