"მაგ სიმართლით იარეთ ყველამ, დაეწყეთ ერთად "

"მაგ სიმართლით იარეთ ყველამ, დაეწყვეთ ერთად" – ასე გამოეხმაურა გუბაზ სანიკიძე ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, თუმცა სანიკიძე აქვე დასძენს, რომ პოლიტიკური საჭიროების შემთხვევაში ის მიხეილ სააკაშვილსაც და ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება.

"არ შევხვედრივარ ამ სააკაშვილს და იმიტომ კი არა, რომ ვთაკილობ,  იმიტომ, რომ საჭიროებას ვერ ვხედავ. თუ ამის პოლიტიკური საჭიროება გაჩნდება, მე სააკაშვილსაც შევხვდები და ბიძინა ივანიშვილსაც სხვათა შორის", - განაცხადა სანიკიძემ.