სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ იქადაგა. პატრიარქმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებს საქართველოს მოქალაქეებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებული მზადებით მიმდინარეობს რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არჩენებს ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პატრიარქის განმარტებით აუცილებელი და მნიშვნელოვანია ხვალინდელმა არჩვნებმა სამართლიანად და ყოველგვარი დარღვევების გარეშე ჩაიაროს, რათა საქართველოს მოსახლეობამ აირჩიოს ის ხელისუფლება რომელიც მას სურს.