ავტოსაგზაო შემთხვევის გამო პრინც ფილიპს აღარ გაასამართლებენ

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო პრინც ფილიპს აღარ გაასამართლებენ

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის ქმარს და ამავდროულად ედინბურგის პრინც ფილიპს 17 იანვარს მომხდარი ავარიის გამო აღარ გაასამართლებენ. ამის შესახებ BBC წერს.

მანამდე 97 წლის პრინცმა მართვის მოწმობა თავისი ნებით დათმო. პრინცმა ფილიპმა ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ღვედის გარეშე ავტომობილის მართვისას გასულ თვეს, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მძღოლს დაეჯახა.

მოგვიანებით ედინბურგის პრინცმა მომხდარს გამო ბოდიში მოიხადა.

97 წლის პრინცი ავარიაში სანდრინჰემის მამულის მახლობლად 17 იანვარს მოჰყვა. მისი Land Rover-ი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ამობრუნდა. მანქანაში, რომელსაც ის დაეჯახა მძღოლი და ორი მგზავრი გადაადგილდებოდა. მომხდარის გამო ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები არავის მიუღია.