მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს

მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს

მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. გავრცელებული ცნობით, ნიუ-ორკის ყოფილი მერი ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების კატეგორიული წინააღმდეგია.

ერთ- ერთი ვერსიით, მაიკლ ბლუმბერგი დემოკრატების მხარდასაჭერი კამპანიისთვის 500 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. დემოკრატიული პარტიის კონსულტანტები ამბობენ, რომ 500 მილიონი დოლარი კოლოსალური თანხაა და ასეთი დაფინანსების შემთხვევაში ის საარჩევო კამპანიის ხარჯებს სრულად დაფარავდა.

მაიკლ ბლუმბერგი ჯერ კიდევ 2016 წელს გეგმავდა კენჭისყრას, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა მოგვიანებით იდეაზე უარი განაცხადა.