სლოვენიელი დეპუტატი სენდვიჩის მოპარვის გამო გადადგა

სლოვენიელი დეპუტატი სენდვიჩის მოპარვის გამო გადადგა

მაღაზიიდან სენდვიჩის მოპარვის გამო, სლოვენიის პარლამენტის დეპუტატმა თანამდებობა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით მმართველი გუნდის პარლამენტარმა დარიი კრაიჩიჩმა საკვები მას შემდეგ მოიპარა რაც დაწესებულების პერსონალმა პოლიტიკოსს ყურადღება არ მიაქცია.

უსაფრთხოების კამერებისთვის, სენდვიჩის მოპარვის ფაქტი შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა პარლამენტის წევრი, მაღაზიაში ფულის გადასახდელად მალევე დაბრუნდა.

მომხდარი მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც დეპუტატმა თავისი ქმედების შესახებ სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე კოლეგებს უამბო. პარლამენტში, დეპუტატის ქმედება მკაცრად გააკრიტიკეს, რასაც კრაიჩიჩის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა. მმართველი გუნდის წევრმა ბოდიში მოიხადა და საკუთარ საქციელზე სინანულით ილაპარაკა.