რუსეთში შავი თოვლი მოვიდა - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

რუსეთში შავი თოვლი მოვიდა - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

კემეროვოს ოლქის მაცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ფოტოები სადაც ჩანს რომ რეგიონის სამ ქალაქში შავი თოვლი მოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კემეროვის ოლქის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

რეგიონალური მედიის ინფორმაციით თოვლის გაშავების მიზეზი ქვანახშირის მტვერი გახდა, რომელსაც ქვანახშირის საწარმოები გამოყოფენ.

ფაბრიკა „პროკოპევსკაიას“ დირექტორმა ანატოლი ვოლკოვმა მედიასთან განაცხადა რომ საწარმოში წყობიდან გამოვიდა ბადეები, რომელიც გარემოს დაინძურებისგან იცავდნენ.