საჰაერო დაზვერვის ამერიკელ ოფიცერს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლებენ

საჰაერო დაზვერვის ამერიკელ ოფიცერს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლებენ

აშშ-ში საჰაერო დაზვერვის სპეციალისტს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებენ. მონიკა უიტი, რომელიც საჰაერო დაზვერვის ოფიცერი იყო, ირანში 2013 წლიდან გადავიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, უიტი ირანმა გადაიბირა, რომელმაც მისთვის განსაკუთრებით გასაიდუმლოებული ინფორმაციის შემგროვებელი პროგრამის შესახებ, ასევე დაზვერვის ამერიკელი ოფიცრების ვინაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რითაც ამ ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა.

სამინისტროს განცხადებით, 2012 წლიდან 2015 წლამდე უიტი ირანს აშშ-ის თავდაცვის ძალების შესახებ მოპოვებულ ცნობებსაც აწვდიდა, იმ მიზნით, რომ შემდეგ ეს ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული.