ამერიკაში მარადიული საპრეზიდენტო კანდიდატი გარდაიცვალა

ამერიკაში მარადიული საპრეზიდენტო კანდიდატი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ლინდონ ლარუშ-უმცროსი, რომელიც 1976 წლიდან 2004 წლამდე, აშშ-ის ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა.

96 წლის პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია NBC News-მა გაავრცელა. ლარუში პოლიტიკურ შეხედულებებს მუდმივად იცვლიდა, შესაბამისად პრეზიდენტობის კანდიდატად არაერთი პარტიის სახელით წარდგა. 1990 წელს ის ვირჯინიის შტატიდან, კონგრესში მოხვედრას ცდილობდა. 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი მონაწილეობა ციხიდან მიიღო. ქარიზმატულ ამერიკელ პოლიტიკოსს გადასახადებისგან თავის არიდების გამო 15 წელი მიუსაჯეს, თუმცა ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ლონდონ ლარუში შეთქმულების თეორების მოყვარული იყო. ის ამტკიცებდა, რომ ჰენრი კისინჯერი საბჭოთა კავშირის აგენტია, ხოლო ინგლისის დედოფალი ნარკობიზნესში მონაწილეობს.