ირანის გუშაგთა კორპუსზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ირანის გუშაგთა კორპუსზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ირანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქებას 41 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო Fars-ი ავრცელებს.

დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. ავტობუსი, რომელშიც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა სუნიტურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო.

ირანის შეიარაღებული ძალებს ორი დამოუკიდებელი რეგულარული შეიარაღებული ფორმირება: არმია და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰყავს, რომლის დაქვემდებარებაშიც ქვეითი ჯარი, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებია. ირანის კონსტიტუციის თანახმად, არმიის გამოყენება მხოლოდ თავდაცვითი ომის დროს და ისიც ქვეყნის ფარგლებში შეიძლება.