“მეუფე პეტრე, სათქმელი ბოლომდე თქვით და არა ისე, როგორც თქვენ გაწყობთ“

“მეუფე პეტრე, სათქმელი ბოლომდე თქვით და არა ისე, როგორც თქვენ გაწყობთ“

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია  ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს მოუწოდებს, დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით სიმართლე ბოლომდე თქვას.

გამზარდიას აზრით, მეუფე პეტრე სიმართლეს ნახევრად ამბობს, ისე, როგორც მას აწყობს.

"საინტერესოა,  მეუფე პეტრე რატომ არ ამხელს იმ ეპისკოპოსებს, რომელთა თავგასულობის გამოც მიაჩნია სწორედ დეკანოზი მამალაძე დაჩაგრულად თუ ერიდება იმას, რომ მერე თავადაც ბევრი დამატებით კითხვაზე მოუწევს ახსნა-განმარტების მოცემა.

როდესაც დეკანოზ მამალაძეს "ბედუკაძედ" მოიხსენიებს, ცხადია მეუფე პეტრე ვალდებულია დააზუსტოს თუ ვისზე მუშაობდა ეს საეკლესიო "ბედუკაძე", რომელ ეპისკოპოსზე, რა მიზნებით, თავად მეუფე პეტრე რა ინტერესობრივ კავშირში იყო ამ საეკლესიო იერარქ(ებ)თან და რატომ დუმდა და დუმს ამ საკითხზე მთელი ეს ხანი.

მეუფე პეტრეს პოზიციებს ბევრ რამეში ვიზიარებ, ვეთანხმები და ვგულშემატკივრობ კიდეც, თუმცა როდესაც ნახევრად ამბობს და ნახევრად დუმს, ეს არაა სწორი და თავის კერძო ინტერესების უპირატესობას აჩვენებს ზოგად სატკივარზე.

მეუფე პეტრე, თუ ამბობთ, ბარემ ბოლომდე თქვით და არა მხოლოდ ისე, როგორც თქვენ გაწყობთ, ამხილეთ საეკლესიო "ბედუკაძესთან" დაახლოებული და მის უკან მდგომი ეპისკოპოსები“, - წერს გამზარდია.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეკანოზმა მამალაძემ  წერილი ოთხ სასულიერო პირს გაუგზავნა. ადრესატებს შორის არიან მეუფე პეტრე ცაავა, რომელსაც გადასცა პრადად ეს წერილი, მეუფე ანდრეა გვაზავა, მეუფე დიმიტრი, რომლის ეპარქიასაც წარმოადგენს დეკანოზი მამალაძე და მეუფე დავით ალავერდელი.