“სერიოზული კაცია, შვიდი მილიარდი აქვს და ხომ არ მოიტყუება? არასდროს ენდოთ პოლიტიკოსებს“

“სერიოზული კაცია, შვიდი მილიარდი აქვს და ხომ არ მოიტყუება? არასდროს ენდოთ პოლიტიკოსებს“

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე ფეისბუქზე გავრცელებულ ახალ „ჩელინჯს“ - გააზიარე ბავშვობა შეუერთდა და ბავშვობის ფოტო ატვირთა.

"ასეთი ვიყავი შვიდი წლის ასაკში", - წერდა რომან გოცირიძე. თუმცა პოლიტიკოსი რომ იტყუებოდა, ამის მიხვედრას დიდი დრო არ დასჭირდა. გოცირიძემ მსახიობ მარლონ ბრანდოს ბავშვობის ფოტო ატვირთა.

"გუშინდელი ჩემი ფოტოპოსტის მორალი ასეთია: არასდროს ენდოთ პოლიტიკოსებს, თუ ასჯერ არ გადაამოწმებთ მათ ნათქვამს!

- სერიოზული კაცია, შვიდი მილიარდი აქვს და ხომ არ მოიტყუება?

- მდიდარი კაცია, ფულს ხომ არ მოიპარავს?

- სერიოზული კაცია, სხვისი ფოტოს დადებას როგორ იკადრებდა? მერე რა, რომ ქერათმიანია, მერე გაუშავდა. არც ცხვირი ჰგავს? ბავშვობაში ვის უგავს. დეტალები ხომ არაა მთავარი, მთლიანობაში ხომ ჰგავს?

ცოლმაც რომ დაიჯერა?

არ შეცვლილხარო. უნდა გავარკვიო, მასიამოვნა თუ დამცინა.

კეთილი ხუმრობით, თქვენი მარლონ ბრანდ“, - წერს რომან გოცირიძე.