რუსული გაზისა და “გაზპრომის“ საკითხზე პარლამენტში სპეციალური მოსმენა გაიმართება

რუსული გაზისა და “გაზპრომის“ საკითხზე პარლამენტში სპეციალური მოსმენა გაიმართება

როგორც დარგობრივი ეკონიმიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას საპარლამენტო მოსმენისას განაცხადა, "გაზპრომთან" დაკავშირებით ბევრი კითხვებია და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სპეციალური მოსმენა გაიმართება პარლამენტში.

“ამაზე ცალკე საკომიტეტო მოსმენა შეიძლება მოვიწვიოთ. რუსულ გაზთან დაკავშირებით იმდენი კითხვაა, სჯობს, ყველა კომპეტენტურად ვიყოთ გარკვეული. გპირდებით, რომ გვექნება საკომიტეტო მოსმენა. შეიძლება შეფასებები სხვადასხვა გვქონდეს, მაგრამ მეც მინდა გარკვევა რა მოხდა, როგორ არის, როგორ იყო პრივატიზაციის თემა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში, პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას მოსმენა მიმდინარეობს. მინისტრი ამ დრომდე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.