შემთხვევა, რომელზეც თავად დაზარალებულმა ისაუბრა, 4 დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოხდა.
ერთ-ერთ ადგილობრივს დ.ბ-ს მგელმა ტყეში ძროხა შეუჭამა. დაზარალებულის თქმით, მას ძროხა, რომელიც მგელმა შეუჭამა დაზღვეული ჰყვადა და ერთი წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია "ალდაგს" ყოველთვიურად 6 ლარს უხდიდა.
აქედან გამომდინარე, მან სადაზღვევოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა, სადაზღვევო კომპანიამ კი სანაცვლოდ, არც მეტი არც ნაკლები დაგლეჯილი ძროხის ძვლების 70%-ის მოტანა.
"ალდაგმა" ჯერ მითხრა ძვლების 70%-ი თუ არ მოიტანე, ისე არ ავანაზღაურებთ ზარალსო. ორი დღე ტყეში მაძებნინეს ძვლები. თავი იყო ძროხის და კიდე რაღაც ნაწილი დარჩენილი, ეს რომ ვუთხარი კარგი, დანარჩენ საკითხებზე მოვილაპარაკებთო. ასეთი არაფერი გამიგია, მგელს და ტურას ხელშეკრულებას ხომ არ დავუდებდი წინასწარ, ძროხას თუ შემიჭამ, ძვლები დამიტოვე, დაზღვევას სჭირდება-მეთქი?
გამაგზავნეს "კრედოში" სადაც ვიხდიდი ყოველთვიურად დაზღვევის თანხას. ბანკში მითხრეს ხელშეკრულებას ვადა აგვისტოს შემდეგ ამოწურული აქვსო. წარმოგიდგენიათ? თანხას მახდევინებდნენ ყოველთვიურად, არც ის უთქვამთ, რომ ხელშეკრულებას გავაგრძელებდი თუ არა. დავრჩი ასე მოტყუებული. გამოდის, რომ გასული წლის აგვისტოს თვიდან მოყოლებული ყოველთვიურად ვიხდიდი 6 ლარს, მაგრამ რაში, არავინ არ იცის", - განუცხადა დაზარალებულმა "გურიის მოამბეს".