ჟურნალისტებმა ქართველი მოჭიდავე რუსეთის მხარდაჭერაში ტყუილად დაადანაშაულეს

ჟურნალისტებმა ქართველი მოჭიდავე რუსეთის მხარდაჭერაში ტყუილად დაადანაშაულეს

მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოჭიდავის, ჯაბა ყველაშვილის ქუდზე RUSSIA ეწერა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ქუდზე სინამდვილეში RUSSEL აწერია.

ფეისბუქზე თავად ყველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ დაწერა.

"გავცელდა ინფორმაცია, რომ მე ვარჯიშის დროს მეფარა რუსეთის ქუდი. მინდა ყველას ვთხოვო, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL და არა RUSSIA. გთხოვთ გვაცალოთ მშვიდად ვარჯიში და ინტრიგების ნაცვლად დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით...!!!!", - წერს სპორტსმენი.