“დანიშნული მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მძიმე რეაქციას გამოიწვევს”

“დანიშნული მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მძიმე რეაქციას გამოიწვევს”

"წინააღმდეგი ვიყავი და დღესაც არ მომწონს მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხი. ჩვენს ვითარებაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის დიდი რისკის შემცველი. თუ მოხდა ამ საკითხის გადავადება, კარგი იქნება, მაგრამ მხოლოდ ამის გაკეთებას შედეგი არ მოჰყვება. თუ იქნება ცუდი იუსტიციის საბჭო, ის უვადოდ ვერ დამინიშნავს ცუდ მოსამართლეს, მაგრამ ვადით დამინიშნავს ცუდ მოსამართლეს. ამთი კი არაფერი იცვლება."

ასე ეხმიანება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების ინიციატივას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ეკა ბესალიას ახალ ინიციატივას, რომელითაც დეპუტატი აპირებს მიმართოს პარლამენტს უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებთან მიმართებაში

ვახტანგ ხმალაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეკა ბესალიას ამ ახალ ინიციატივას არ იცნობს, თუმცა, არ იცის რა მოტივით შეიძლება გადაიხედოს იმ მოსამართლეთა საკითხი, რომლებიც უკვე უვადოდ არიან დანიშნული.

"არსებობს ასეთი პრინციპი და ამიტომაც არის სასამართლო ინსტანციური, რომ მოსამართლეთა გადაწყვტილება მოწმდება ისევ სასამართლო სისტემაში.

მოსამართლეს შეიძლება პასუხსმგებლობა დაეკისროს, თუ მან წინასწარ განზრახვით დაარღვია კანონი, მაშინ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ არ ვიცი, რა მოტივით უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება უკვე დანიშნულ მოსამართლეებს. ვფიქრობ, ეს მძიმე რეაქციას გამოიწვევს, მათ შორის, საერთაშორისო წრეებში"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ხმალაძემ.