უსაფრთხოების საბჭოს მდივნად გიორგი გახარია ინიშნება?

უსაფრთხოების საბჭოს მდივნად გიორგი გახარია ინიშნება?

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი პირად საუბარში ადასტურებს, თუმცა კონსულტაციების დასრულებამდე საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებენ.

ცნობილია, რომ უსაფრთოების საბჭოს შემადგენლობაში არ იქნებიან პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი კი საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი იქნება, ისევე, როგორც თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სუს-ის უფროსი, დაზვერვის უფროსი და თავდაცვია ძალების მეთაური. საბჭოს ბიუჯეტი 1 მილიონი ლარი იქნება.