პრემიერი ლიეჟში სუს-ის წარმომადგენლების ყოფნაზე – „ფეიკ ნიუსია“ და სერიოზული კომენტარიც მიჭირს

პრემიერი ლიეჟში სუს-ის წარმომადგენლების ყოფნაზე – „ფეიკ ნიუსია“ და სერიოზული კომენტარიც მიჭირს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები სუს-ის წარმომადგენლები გახლდნენ.

„ეს დეზინფორმაცია და ე.წ. ფეიკ ნიუსია თავიდან ბოლომდე. რეალობასთან ამას კავშირი არ აქვს. სერიოზული კომენტარიც კი მიჭირს ამ საკითხზე,“ – აღნიშნა ბახტაძემ.