“ჩინოვნიკი ბებიაშენია…”რა წამალი გაქვს დალეული, “კაზანტიპზე” მოგცეს? –

“ჩინოვნიკი ბებიაშენია…”რა წამალი გაქვს დალეული, “კაზანტიპზე” მოგცეს? –

“როგოც ყოფილმა “მეოცნებემ”, სააკაშვილს რომ აკრიტიკებდით, არ იცოდით, ახლა რაზეც საუბრობთ? როდის იყავით თქვენ გულწრფელი, ეს არის საინტერესო…” – ამ კითხვით ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია”  GEM Fest-ის დამფუძნებელს, გიორგი სიგუას მიმართა, რაზეც მან უპასუხა:

“მაშინაც გულწრფელი ვიყავი და ახლაც. მე რომ სააკაშვილს ვაკრიტიკებდი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვაღიარებდი მის გაკეთებულ საქმეებს, მის უდიდეს წარმატებას. არც ახლა მივიჩნევ სააკაშვილს უშეცდომოდ და არც ჩემს თავს. არავინ ვართ წმინდანები. თუ ის იქნება გასაკრიტიკებელი, მას აუცილებლად გავაკეთებ. დამერწმუნეთ, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში, დაბრუნდება ძალიან, ძალიან დიდი ტრიუმფით!”, – განაცხადა სიგუამ.

როდესაც გიორგი სიგუა გადაცემაში სააკაშვილის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებდა, სტუდიაში მყოფმა სტუმარმა, მწერალმა, ირაკლი კაკაბაძემ მას შემდეგი რეპლიკით მიმართა:-“რა წამალი გაქვს დალეული გიორგი, ერთი გვითხარი რა… რა წამალას სვამ? “კაზანტიპზე” მოგცეს, თუ სად მოგცეს?, სიგუა გაჩერდი ბიჭო, სინდისი არ გაქვს შენ…” – რაზეც სიგუამ კაკაბაძეს”ცეკას ინსტრუქტორი და კომპარტიის ჩინოვნიკი” უწოდა. მის განცხადებებს სტუადიაში შეძახილები და ოვაციები მოჰყვა.

გიორგი სიგუა გადაცემაში “რეაქცია” ბელგიიდან ჩაერთო, რაზეც მან თქვა, რომ “ეს ძალიან სიმბოლური და მაგარია”,  რადგან იქ მიხეილ სააკაშვილიც იმყოფება. იგი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.

“2004 თუ 2005 წელს მე მართლაც მქონდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან უთანხმოება, ძალიან სიმბოლურია, რომ ამ წუთას ჩართვას ვაკეთებთ ბელგიიდან, სადაც ცხოვრობს ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, და აქ იმყოფება მიხეილ საკაშვილი, ეს ძალიან ძალიან სიმბოლური და ძალიან მაგარია.

მე ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, არასდროს მეშინოდა გამომეხატა ჩემი განსხვავებულია აზრი, გახსოვთ თქვენ, რა მწვავედ ვაკრიტიკებდი სააკაშვილს?!

2012 წელს, როდესაც ხელისუფლება საქართველოში უნდა შეცვლილიყო… დამერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება ძალიან მალე. აუცილებლად დაბრუნდება საქართველოს ხელისუფლებაში და 7-8 წლის შემდეგ მე ისევ ვიქნები მის ოპოზიციაში. 2012 წელს მე საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანე ხელისუფლების ცვლილებაში, გახლდით “ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი ამერიკაში.

2012 წელს, როდესაც მე საქართველოში დავბრუნდი, დამხვდა დაგებული გზები, ანთებული საქართველო, არ მიწევდა მე მანქანის კარების ჩაკეტვა, სახლის კარების ჩაკეტვა. მართლა სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმ გატარებული რეფორმებით”, – განაცხადა სიგუამ.