რატომ უნდა უპასუხოს შეკითხვას, რომელიც ძალიან არაადეკვატურია?! მეტი სერიოზულობა, კოლეგებო! –

რატომ უნდა უპასუხოს შეკითხვას, რომელიც ძალიან არაადეკვატურია?! მეტი სერიოზულობა, კოლეგებო! –

“ვთქვათ, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა მართლაც დააპატიმრეს ნორვეგიაში ტექნიკის ქურდობისთვის… რა შუაშია ვანო ზარდიაშვილი?! რატომ უნდა უპასუხოს შეკითხვას, რომელიც ძალიან არაადეკვატურია?!“- ასე ეხმაურება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმის, გრიგოლ აბრალავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

“სერიოზულად მაინტერესებს:

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა რომ არის, იმიტომ წავიდა ნორვეგიაში?!

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა რომ არის, იმიტომ იპარავდა?!

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა რომ არის, იმიტომ დააკავეს?!

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა რომ არის, იმიტომ გამოუშვებენ?!

რა შუაშია ვანო ზარდიაშვილი?!

რატომ უნდა უპასუხოს შეკითხვას, რომელიც ძალიან არაადეკვატურია?!

ამიტომაც არის, რომ არასერიოზული შეკითხვებით განებივრებულები სერიოზულ შეკითხვებსაც აღარ პასუხობენ სერიოზულად!

მეტი სერიოზულობა, კოლეგებო! თუ ვინც ხართ!” – წერს მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გრიგოლ აბრალავაა. გავრცელებული ინფორმაციით, აბრალავა უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა.

გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო.

„კურიერის“ ინფორმაციით, გრიგოლ აბრალავასთან ერთად ნორვეგიაში დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე, რომელმაც ნორვეგიაში წასვლამდე, ასევე, შვებულება დაწერა და ამ დრომდე მერიის მოქმედ თანამშრომლად ითვლება. კიდევ ერთი დაკავებული პირი კი, არსებული ინფორმაციით, გრიშა მარღანიაა.