„ეს არის კიდევ ერთი ანეკდოტი სააკაშვილის მხრიდან თქმული…”

„ეს არის კიდევ ერთი ანეკდოტი სააკაშვილის მხრიდან თქმული…”

საქართველოსა და ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების გაიგივება კიდევ ერთი ანეკდოტია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არის კიდევ ერთი ანეკდოტი სააკაშვილის მხრიდან თქმული, საქართველოს და ვენესუელის პროცესები თუ ჰგავს ერთმანეთს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ვენესუელის პროცესები ერთმანეთს შეადარა.