ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჭარბვალიანობასთან ბრძოლამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანსაღი კრედიტების გაცემის შეფერხება

ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჭარბვალიანობასთან ბრძოლამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანსაღი კრედიტების გაცემის შეფერხება

მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჭარბვალიანობასთან ბრძოლამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანსაღი კრედიტების გაცემის შეფერხება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თმით, ეკონომიკური გუნდი სწავლობს დაკრედიტების ახალი სისტემის შედეგებს.

„სტატისტიკა დეტალურ ანალიზს საჭიროებს და ამაზე ეკონომიკური გუნდი მუშაობს, დარწმუნებული ვარ, ასევე ეროვნული ბანკის ანალიტიკოსებიც. ჭარბვალიანობა იყო ის პრობლემა, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სისტემური გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს პრობლემა მოითხოვდა სასწრაფო და ძალიან პრინციპული ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჭარბვალიანობასთან ბრძოლამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანსაღი კრედიტების გაცემის შეფერხება. ჩემი პირადი პოზიცია გახლავთ ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღი დაკრედიტების სისტემაზე და თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავედით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემაზე, აქ ჩვენ უნდა გვქონდეს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შექმნილი კრედიტორსა და მომხმარებელს შორის“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.