ნორვეგიაზე იმიტირებულ თავდასხმაში 11 რუსული ბომბდამშენი მონაწილეობდა

ნორვეგიაზე იმიტირებულ თავდასხმაში 11 რუსული ბომბდამშენი მონაწილეობდა

ნორვეგიის დაზვერვის სამსახურის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ მორგე ჰაგა ლუნდეს განცხადებით, რუსულმა ბომბდამშენებმა ქვეყნის ჩრდილოეთით განთავსებულ სამხედრო რადარზე თავდასხმის რეპეტიცია ჩაატარეს. ამის შესახებ Barents Observer-ი წერს.

თავის ყოველწლიურ ანგარიშში მან განმარტა, რომ იმიტაციაში 11 რუსული ბომბდამშენი სუ-24 მონაწილეობდა, რომლებიც მურმანსკის ოლქდან აფრინდა, ბარენცის ზღვას გადაუფრინა და ქალაქ ვერდეში რადარზე შეტევის იმიტაცია მოაწყო. შემდეგ, ისე, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავთ,დაბრუნდნენ საწყის წერტილში,  აეროდრომზე.

ვერდეში განთავსებულია რადარი Gლობუს II, რომელიც რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს აკვირდება.

ანალოგიური ინფორმაცია ლუნდეს გასულ წელსაც ჰქონდა საკუთარ ანგარიშში, მაგრამ მაშინ იმიტაციაში 9 რუსული ბომბდამშენი მონაწილეობდა.

ამ რადარის არსებობას საზღვარზე მუდმივად აპროტესტებს რუსეთი, რადგან შიშობს, რომ ის ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ნაწილი შეიძლება გახდეს.