ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ემიგრანტებთან სააკაშვილის შეხვედრას ექსპრეზიდენტის პიარ-ნაბიჯად აფასებს. მისი აზრით, სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელი არაა.
"ბელგიაში მომხდარი ინციდენტი სააკაშვილზე პირდაპირ ასახვას ვერ ჰპოვებს, რადგან მასთან დაკავშირებით საზოგადოებაში განწყობა უკვე შექმნილია და ამის შეცვლა ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, პრობლემა აქ სააკაშვილი არ არის. პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში არის რთული ვითარება და ამის ასახვა ფრაგმენტულად მოხდა ბელგიაში. იქ მოხდა გარკვეული დაპირსპირება სააკაშილის მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის. ეს იმდენად დიდი პრობლემა არაა, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ ეს პროცესი შეიძლება გადმოვიდეს ქვეყნის შიგნით და ძალიან სახიფათო პროცესი იქნება.
რეალურად არც სააკაშვილი და არც ემიგრანტები საქართველოში დამბრუნებლები არ არიან. ის, რაც მოხდა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, ამის განმეორება გამორიცხულია. სააკაშვილი საქართველოში მაშინ ჩამოვა, თუ მას ექნება გარანტია, რომ არა მარტო არ გაასამართლებენ, არამედ დაცული იქნება ყოველგვარი მოულოდნელობისაგან. როდესაც ის მბობს, რომ ჩამოვალ საქართველოშიო, ეს არის უბრალოდ პაირის გაკეთება მისი მომხრეებისთვის. სააკაშვილი ჩამოვა მაშინ, თუ ხელისუფლება შეიცვლება", - აღნიშნა ძაბირაძემ.