რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა გაზეთ „The Charlotte Observer”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა (რესპუბლიკური პარტია-აიდაჰოს შტატი), სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ქმედებებსა და აშშ-ის მხრიდან საპასუხო ზომების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის (ყირიმის) წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ქმედებებზე საუბრისას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა აღნიშნა: „რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო … ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას. ჩვენი საუკეთესო მიდგომა კინეტიკური ქმედებების გამოკლებით (რაც არავის არ სურს), სანქციებია. სწორედ ეს გავაკეთეთ და სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ ეს“.