თბილისის პარალელურად აქცია გაიმართა ქუთაისშიც. ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" მხარდამჭერები ქუთაისის ცენტრში შეიკრიბნენ და ქართულ ოცნებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. ამ აქციით "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაასრულა. გამარჯვებამდე 1 დღე რჩება.