"ყველა საჩხერელის ვალია, არ მივცეთ ამ ღვთისნიერი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ლანძღვის უფლება არავის"

საჩხერის ერთ-ერთი მკვიდრი ხათო ბარათაშვილი ბიძინა ივანიშვილის ჯგუფში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს  და იმ დაუნახავ და  უმადურ საჩხერლებს მიმართავს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის სიკეთის დანახვა არ შეუძლია.

“ძალიან ვიკავებდი თავს ამ სტატუსის გამოქვეყნებით, მაგრამ არ დამიტოვეთ სხვა გამოსავალი, და ისევ და ისევ თქვენი დაუნახავობის და უმადურობის გამო, იძულებული ვარ დავწერო. რა თქმა უნდა ყველას არ ეხება. იმ საჩხერლებს მივმართავ - დიახ, მივმართავ, რომლებიც თავგამოდებით, დღე და ღამე ლანძღავთ და მიწასთან ასწორებთ ბატონ ბიძინას. გეკითხებით როგორც უბრალო ადამიანი და საჩხერელი, ვერანაირ ჩარჩოში ვერ ჩაგსვათ !!! მოღალატედ და ქვეყნის დამაქცევლად რო აცხადებთ ბატონ ბიძინას, წლების წინ, როცა ყველას ერთად სული გვძვრებოდა სიცივით, შიმშილით, უწამლობით და კიდევ ვინ იცის რითი აღარ, განურჩევლად ყველას დაგვეხმარა თუ არა, ამოვეყვანეთ იმ უბედურებისგან რასაც თითეული ოჯახი განვიცდიდით.

ვერაფრით ვერ ვაპატიებ იმ საჩხერელს, დღეს ურცხვად რომ ითბობენ ერთ ადგილებს, წითლად და მწვანედ რომ აქვთ კოპწია ლამაზი სახლები გადახურული, და უფრო მაგიჟებს ის თითეულ ჩვენგანს ააცილა ზუსტად ის უბედურება რასაც შვილის, მეუღლის, ნათესავის და მეგობრის სიკვდილი ქვია. ბევრისგან გამიგონია აქვს და უნდა გაგვიკეთოს.. რატომ,  გეკითხებით რატომ???? რამე მივაბარეთ და ვალი აქ ჩვენი? როცა გავიგე, რომ ბატონი ბიძინა ესე უანგაროდ აკეთებდა ყველაფერს, მე მაშინ 12 წლის ვიყავი და ვთქვი რომ არ დაუნახავდნენ ამ სიკეთეს და აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ასეც მოხდა.

კიდევ ვამბობ - გამონაკლის საჩხერლებზე განწირული რო მიზიარებთ ბიძინა გამყიდველი და მოღალატეაო, რა ვქნა ბატონო ვერ გაგიტარებთ იმისდა მიუხედავად, კარგად გიცნობთ და გემეგობრებით. თქვენთვის არ უსწავლებიათ, დაუნახავობა დიდი ცოდვა როა? ზუსტად ყველა ჩვენგანია ვალდებული რომ არ მივცეთ ამ ღვთისნიერი ადამიანის ლანძღვის უფლება არავის, და ბოლოს და ბოლოს, ვთქვათ სათქმელი - ეს ხომ ყველა ჩვენთაგანის ვალია ღვთის წინაშე. მე ძალიან შორს ვარ საქართველოდან და ყურადღებით ვაკვირდები ამ უსამართლობას რაც თქვენს მიმართ არის მიმართული, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება უფლის წყალობით. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!!!” -წერს ხათო  ბარათაშვილი.