ამდენი თვითმკვლელობა, განსაკუთრებით მოზარდების, საგანგაშოა

ამდენი თვითმკვლელობა, განსაკუთრებით მოზარდების, საგანგაშოა

პეტრე კვარაცხელიას პოსტი სოციალურ ქსელში.

“ამ პატარა ქვეყანაში ამდენი თვითმკვლელობა, რომელიც ყოველდღიურად იზრდება, საგანგაშოა. განსაკუთრებით მოზარდებში, რაც მატერიალური მდგომარეობით ნაკლებად არის გამოწვეული. აბსოლუტურ ნიჰილიზმში იმყოფებიან. მათთვის თითქოს არავის სცალია. უყურადღებობის შედეგად კი გულგრილები, ცხოვრებასთან ზურგშექცეულები ხდებიან.

მათ ასეთ ჩამოყალიბებაში ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას. ორი უკიდურესობა გვახასიათებს. ან ყველაფერს ვუკრძალავთ და გამოკეტილი გვყავს, ან ყველაფრის უფლებას ვაძლევთ.

შვილის ყოლა არ არის მთავარი, მთავარია მისი აღზრდა და ჯანსაღად ჩამოყალიბება.

საბოლოოდ უნდა მოეღოს ბოლო იდიოტურ სტერეოტიპებს, რომ ბიჭმა არ უნდა იტიროს, გოგომ ბიჭს უნდა დაუთმოს…  რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, შვილებს მეტად ეტყობათ განვითარება, ვიდრე მშობლებს.

ხშირად მოზარდს პიროვნებად არ თვლიან და არც კითხულობენ, რამე აწუხებს თუ არა…  არადა, რამდენჯერაც მშობლებს კონფლიქტი აქვთ, შვილები იმდენჯერ კვდებინ… მათ უქრებათ სიცოცხლის სურვილი…  მოზარდები ბევრად მეტს ამჩნევენ, ვიდრე უფროსები…  ნუ შევუწყობთ ხელს მათ გაუცხოებას!..”- წერს პეტრე კვარაცხელია.