საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან ხაბეიშვილს – შენ ხარ თავხედი, სამწუხაროა, რომ ასეთი კოლეგა გვყავს საკრებულოში

საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან ხაბეიშვილს – შენ ხარ თავხედი, სამწუხაროა, რომ ასეთი კოლეგა გვყავს საკრებულოში

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის მოხდა.

საკრებულოს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმა მისთვის მნიშვნელოვანი სამი საკითხი დააყენა, რის შემდეგაც მას საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ თემაზე უპასუხა.

სამგორში, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, სოხაძემ განმარტა, რომ ტერიტორიას საზოგადოებრივი ზონის სტატუსი შეეცვლება და ეს მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გამო ხდება.

„შენ ხარ თავხედი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი თავხედი კოლეგა გვყავს საკრებულოში. ოპონენტები არაკვალიფიციურები არიან. ამოიღებენ ფოტოებს და იმაზე საუბრობენ”, – განაცხადა სოხაძემ.

ხაბეიშვილმა სოხაძეს მიმართა, რომ იტყუება და მისი საუბარი უზდელობაში გადადის.

სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ხუმრობით აღნიშნა: „ლევან ხაბეიშვილი ვირტუალურ მთავრობაში გენერალური პროკურორის თანამდებობაზეა წარდგენილი“.