ამერიკულმა ჯგუფმა უკვე დაიწყო რეაგირება ბერას ფეისბუქის გვერდის დასაბრუნებლად
ბერას განცხადებით, ფეისბუქის გვერდის გატეხვას უბრალო ჰაკერები ვერ შეძლებდნენ, რადგან ის კარგად იყო დაცული. ის დარწმუნებულია, რომ მისი გვერდის მეგობრები ადვილად ამოიცნობენ გამყალბებელს იმ მუქარანარევი განცხადებებით, რომელიც მის ოფიციალურ გვერდზე დაიდო.
„ჩემი გვერდის მომხმარებლებმა კარგად იციან ჩემი ხელწერა და ამ ნაწერების სერიოზული გახილვა უაზრობაა“,-განაცხადა ბერამ.