"რა შუაში ვარ ამ ამბავთან ვერაფრით ვერ გავიგე"

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"ინფო რუსთავის" ცნობით, სასამართლო სხდომის განმავლობაში მოსამართლის მადონა მაისურაძის მიერ გამოტანილი განაჩენი ბრალდებულისთვის გაუგებარი იყო. მისი თქმით ვერ ხვდებოდა, თუ რაში მიუძვოდა დანაშაული და რატომ იმყოფებოდა სასამართლო დარბაზში.

"ჩვენ ვეთანხმებით, იმას რომ აუცილებელია, ბრალდებული მოთავსებული იქნას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის და დაცვის მხარე ვერ დავუშვებთ თუნდაც მცირედ შანსსაც, რომ ამ პროცესს დაბრკოლება შეექმნას. ექსპერტიზასთან დაკავშირებით სასამართლოსადმი უკვე მივმართეთ", - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ დალაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა რუსთავში, 10 თებერვალს მოხდა. წინასასამართლო სხდომა 4 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.