"ნამდვილად კოხტად მომხტარია ბენტლიზე, ერთი თვის წინ უყიდია და ამაყად დასერნობს"

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„წუხელ მთელი საღამო ვწერდი არაა ბენტლით ის მამაო-თქოო და აღმოჩნდა, რომ მამა ათანასეა და ნამდვილად კოხტად მომხტარია ბენტლიზე, ერთი თვის წინ უყიდია და ძალიანაც ამაყად დასერნობს. რამდენად სწორია და ლამაზი ის თავად იცოდეს, მე ვერ განვიკითხავ! მაგრამ თბილისში ბენტლით მამაო, რაღაც მთვარეზე ველოსიპედს გავს", - წერს ჯღარკავა ფეისბუქზე.