თუ გახარიამ ანაფორა არ ჩაიცვა და მოსამართლის ნაცვლად არ დაარტყა ჩაქუჩი, კირკიტაძეს გაათავისუფლებენ

თუ გახარიამ ანაფორა არ ჩაიცვა და მოსამართლის ნაცვლად არ დაარტყა ჩაქუჩი, კირკიტაძეს გაათავისუფლებენ

არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს იმისათვის, რომ მოსამართლემ დათო კირკიტაძე დატოვოს წინასწარ პატიმრობაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

"თუ უკანა კარებიდან გახარია არ შემოიპარა მანტიამოცმული და მან არ დაარტყა ჩაქუჩი ამ მოსამართლის ნაცვლად, ისე მართლა არ არსებობს შანსიც კი, რომ კირკიტაძე დღეს ამ შენობიდან ვერ გამოვიდეს, თუმცა რა თქმა უნდა, არაფერი არ არის გამორიცხული," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ წუთებში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დავით კირკიტაძე ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დააკავეს. დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.