"უმჯობესია ქელეხების ტრადიცია გავაუქმოთ... მავნე გადმონაშთია"

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე "ფეისბუქის" გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"საფლავზე დალევის მომხრე არ ვარ, მაგრამ ადამიანებს ნაყიდი აქვთ ის მიწები და მათი საკუთრებაა გარდაცლილებიანად. დალევს იქ, შეჭამს, ყვავილებს მიიტანს თუ მდუმარედ მოიგონებს, მათი გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების.

კანონები მივიღეთ საჯარო თავშეყრის ადგილებში სპირტიანი სასმელის დალევაზე და მაინც სვამენ. მაგას მივხედოთ. საფლავებს ჭირისუფალი და სასაფლაოს ადმინისტრაცია მიხედავენ.

სხვათა შორის, ყველა სასაფლაოზე ჭირისუფალი იხდის საფასურს საფლავების დასუფთავებაში.

უმჯობესია ქელეხების მავნე ტრადიცია გავაუქმოთ, სკოლებში ეთიკის და ქცევის ნორმები უფრო ეფექტიანად ვასწავლოთ.

ქელეხია მავნე გადმონაშთი. დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ ვახშამზე ოჯახის წევრებს გარდა, არავის მისვლა არაა საჭირო. რაღაც უაზრო წესები შილას ჩამოვლამდე რომ ელოდებიან და...  არ უნდა გამოსკდე ღვინით, არ უნდა დაანაგვიანო და საზოგადოება არ შეაწუხო, ელემენტარული ნორმაა" - წერს სალუქვაძე.