აქცია თავისუფლების მოედანზე (VIDEO)

აქცია თავისუფლების მოედანზე (VIDEO)

თბილისი-თავისუფლების მოედანი, ქუთაისი-მესხიშვილის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორია -,,ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა. ხალხმრავალი დემონსტრაცია ორ ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათი ათასობით ადამიანს კოალიციის ლიდერმა მიმართა, სცენაზე იდგნენ დედაქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატებიც. ,,დგება ახალი ხელისუფლების დაბადებისდღე-1 ოქტომბერი",-ამ სიტყვებით დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლა. ,,ქართული ოცნების" ლიდერმა შეაჯამა წინასაარჩევნო კამპანია, მოსახლეობას შეახსენა პოლიტიკაში მოსვლის მიზეზები, შეაფასა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, გამოეხმაურა პატიმართა წამების ამსახველ შემზარავ კადრებს და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება. იყო რამდენიმე მიმართვა-ივანიშვილმა მიმართა პედაგოგებს, საჯარო სამსახურების თანამშრომლებს, პოლიციელებს, სამხედროებს, დევნილებსა და ემიგრანტებს. დემონსტრაცია თავისუფლების მოედანზე სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო და ტრადიციულად ბერას სიმღერით დასრულდა.