ჩემი აზრით, ადამიანების გონებაში სააკაშვილი არის უკვე წარსულის სამწუხარო აჩრდილი, - ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა ლევან კობერიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, მედია მიხეილ სააკაშვილს დროს არ უნდა უთმობდეს.
„ჩემი აზრით, ადამიანების გონებაში სააკაშვილი არის უკვე წარსულის სამწუხარო აჩრდილი. რაც უფრო ნაკლებად ვისაუბრებთ მასზე, მით უფრო კარგ საქმეს გავაკეთებთ. ეს ადამიანი არის მაოხრებელი გზირი. პოლიტიკურ ველს ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილი აბინძურებს. თუ ის გაიწევა პოლიტიკური ველიდან, მით უფრო მეტ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას მიეცემა, საშუალება თავი გამოავლინოს", - აღნიშნა ლევან კობერიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი".