საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპულ ქვეყნებს შორის დაწინაურდა

საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპულ ქვეყნებს შორის დაწინაურდა

ევროკავშირის პალატა (EuCham) ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს.

საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.

რეიტინგში 100-დან 86 ქულით პირველ ადგილს დანია იკავებს. სამეულში შედიან ნორვეგია და შვედეთი.

საქართველო სიაში მე-16-ე ადგილზეა 71 ქულით. 2019 წლის რეიტინგში საქართველოს სარეიტინგო ქულა 2-ით გაუმჯობესდა.

რეიტინგში ჯამში მსოფლიოს 46 ქვეყანაა შეფასებული. რეგიონის ქვეყნებს შორის კი საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს. შედარებისთვის, თურქეთი 34-ე ადგილს იკავებს, სომხეთი 39-ს, ყაზახეთი 40-ს, რუსეთი 42-ს, აზერბაიჯანი კი 44-ს. ბოლო პოზიციაზე კი უკრაინა იმყოფება.

ამასთან საქართველო იმ ქვეყნებს შორის სახელდება, რომლის პოზიციაც წინა წელთან შედარებით, ყველაზე მეტად გაუმჯობესდა.