საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ოლიგარქები აკონტროლებენ

საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ოლიგარქები აკონტროლებენ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიაში განვითარებულ მოვლენებზე 'Deutsche Welle”-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, ე.წ ტიტუშკები, საქართვერლოს ხელისუფლებამ ემიგრანტების ღონისძიების ჩასაშლელად ლიეჟში მიავლინა.

გერმანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ ემიგრანტებს, რომლებიც ეკონომიკურად მხარს უჭერენ საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის პოლიტიკაში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

“შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგატები თითქმის მთელი მსოფლიოდან. აქტივისტების და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები. ადამიანებს, რომლებიც ფინანსურად მხარს უჭერენ თავიანთ ქვეყნებს, ამ ქვეყნების პოლიტიკაში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ. ჩვენ გვინდა მიგრანტების სპეციალური ბანკის ორგანიზება, რომლიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი საქართველოში ემიგრანტების დაბრუნებისა და რეინტეგრაციისკენ იქნება მიმართული.

“ამისთვის წამყვან სპეციალისტებს მოვიწვევთ. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში არის იგივე სიტუაცია, როგორიც უკრაინასა და მოლდოვაში. მათ ოლიგარქები აკონტროლებენ. ერთი, ორი ან სამი ადამიანი ყველაფერს წყვეტს. ხოლო მათი აზრი, ვინც რეალურად ინახავს ამ ქვეყნებს - არავის  აინტერესებს.

“თუკი ოლიგარქებს მხოლოდ ცოტათი შევაშინებთ ყოველ ჯერზე, როდესაც არჩევნებს მოიპარავენ, შეავიწროებენ მედიას და მასიურად დაარღვევენ ადამიანის უფლებებს, ან ევროპის ცენტრში ე.წ. “ტიტუშკებს” გამოგზავნიან, მაშინ სხვების განსჯის მორალური უფლება არ გვექნება,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.