"რუსთავი 2"- ის შენობასთან შუახნის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. მან ცივი იარაღით თავი დაიზიანა. პირი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ზესტაფონის პოლიციის მხრიდან ზეწოლის შედეგად მიიღო.
"ზესტაფონიდან ჩამოვედი თავის მოსაკლავად... პოლიციამ დამიშავა, სამართალი ვერ ვნახე 2 წელიწადია. მარტო პოლიციელებს ვებრძოლები"- აცხადებს მამაკაცი.
შუახნის კაცის ცოლი ამბობს, რომ მის მეუღლეს ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რაც თვითონვე დაარღვია.
"20 წელია ვიტანჯები, ნაცემიც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ მოწმედ არავინ მიდგება"- აღნიშნა მამაკაცის მეუღლემ.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობის მცდელონას გულისხმობს.