1 საათის წინ წყნეთში ავტობუსი დაგორდა და ხეებში შევარდა, 7 ადამიანი საავადმყოფოშია

1 საათის წინ წყნეთში ავტობუსი დაგორდა და ხეებში შევარდა, 7 ადამიანი საავადმყოფოშია

ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში - მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მანქანა მუხრუჭის დაზინაების გამო დაგორდა.

„გავაჩერე, ჩამომსვლელები ჩამოვიდნენ. ამასობაში მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ, სიჩქარეში ვეღარ ჩავაგდე. ვიმარჯვე და იქ ხეებმა დაიჭირა. იყო შემოწმებული, მაგრამ ადამიანს შეემთხვევა რაღაც და რკინაა ბოლო-ბოლო“, - ამბობს ავტობუსის მძღოლი.