დამნიშნონ 1 კვირა პროკურორად და სააკაშვილს ავიყვან

დამნიშნონ 1 კვირა პროკურორად და სააკაშვილს ავიყვან

პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ის რომ პროკურორი იყოს, თუნდა 1 კვირით, პირობას დებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დააკავებს. ამ საკითხზე ირმა ინაშვილმა პირველი არხის ჟურნალისტთან ისაუბრა.

“დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ. ყველა ძებნილს დავაკავებ და ჩამოვიყვან საქართველოში. ჩემი შეთავაზებაა „ქართული ოცნებისადმი“. სააკაშვილი არის დიდი ავანტიურისტი და კომიკური პერსონა. დაბრუნდეს და წესით უნდა დააკავონ შესაბამისმა უწყებებმა. ძალიან მარტივია ეს სქემა. პროკურატურამ უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.