”რა დონის უნდა იყო, 1 მლნ ემიგრანტიდან, 200 მიიყვანო და იქიდან 100 “თავისუფალი ზონის” წევრი იყოს”

”რა დონის უნდა იყო, 1 მლნ ემიგრანტიდან, 200 მიიყვანო და იქიდან 100 “თავისუფალი ზონის” წევრი იყოს”

სამოქალაქო აქტივისტი შალვა კუჭაშვილი ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას სოციალური ქსელის გვერდზე ეხმაურება.

”რა დონის ბანძი უნდა იყო, 1 მლნ ემიგრანტიდან, 1000 კაციან დარბაზში, 200 ადამიანი მიიყვანო და იქიდან 100 “თავისუფალი ზონის” თბილისის ოფისის წევრი იყოს, მით უფრო, რომ ქვეყნის ექსპრეზიდენტი გქვია.

რა დონის არაადამიანი უნდა იყო, ემიგრანტები მოატყუო და ქვეყანაში დაბრუნების გაგიჟებული სურვილით ხალხს, რომელიც დღე და ღამ წელებზე ფეხს იდგამს “ოფშიაკი” შეაკრებინო, მერე სურვილიც ვერ აუსრულო და დემნა გვასალიას კოლექციიდან ახალი ბოტასი “ააგდო” .

რა დონის ხეპრე უნდა იყო, ერის ყველაზე იმპულსური რგოლი – ემიგრაცია, ერთმანეთს დააპირისპირო და ამით მტრის წისქვილზე დაასხა წყალი.

რა დონის რევანშისტი, უნდა იყო ამდენი რომ გაბედო?”, – წერს კუჭაშვილი.