მათთვის განსხვავებული აზრი კვლავ მიუღებელია

მათთვის განსხვავებული აზრი კვლავ მიუღებელია

ლიეჟში საქართველოს ექს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის მონაწილეები შეხვედრის დეტალებზე საუბრობენ. როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ როლანდ მსხალაძემ “მარშალპრესს” განუცხადა, მას დარბაზში შესვლის უფლებაც კი არ მისცეს.

”არ მომცეს დარბაზში შესვლის უფლება, რადგან მქონდა კრიტიკული კითხვები, მათთვის განსხვავებული აზრი კვლავ მიუღებელია და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მტრად აღიქმება.

რა თქმა უნდა მსურს წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში, მაგრამ არა იმ ფორმით რასაც მიხეილ სააკაშვილი და მათი მომხრეები გვთავაზობენ. ამ შეკრებას საერთო არ ჰქონდა დემოკრატიასთან და ერთი პარტიის ვიწრო ინეტრესებს ემსახურებოდა, სამწუხაროდ პარტიის ინტერესებს კვლავ ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებენ რაც ჩვენი ქვეყნის და ამ ადამიანების ტრაგედიაა”, – განაცხადა როლანდ მსხალაძემ.