პირველ რიგში, ყველასთან მექნება უმორჩილესი სათხოვარი, რომ ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებზე ნუ აკეთებენ ექსპერტულ დასკვნებს და სისტემურ ანალიზს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რუსთავში, ბიძის მიერ 13 წლის ძმის შვილის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა, მინისტრი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის ფსიქიატრიულში შესაბამისი დახმარების გაწევაზე უარი განუცხადეს.
„ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. თუკი ეს რაიმე ნივთიერებით გამოწვეული ფსიქოზი იყო, ამის მკურნალობაზე, როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციორულად, სახელმწიფო ზრუნავს. ასეთი შემთხვევები რაღაც შორსმჭვრეტელური სისტემური დასკვნების დასადებად არანაირად არ არის გამართლებული და ამისთვის არსებობს ურთიერთობისა და თანამშრომლობის საქმიანი ფორმატი”,- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.