“მეშინია ჩემი თავის, არ დავიღალო!”

“მეშინია ჩემი თავის, არ დავიღალო!”

ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამართულ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრას, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სარკასტული პოსტებით ეხმაურება:

“მეშინია ჩემი თავის. არ დავიღალო! ვისაც ჰგონია რომ დღეს ლიეჟში “ნაცების” მზე ჩაესვენა ძალიან ცდებიან…

აბა კანდელაკი, აბა ე.წ. არასამთავრობოები, აბა ე,წ, “25 პოლიტიკური ძალა” და ევროკავშირში მათი გაგზავნილი წერილები ნახეთ.

მიშასგან გაიგზავნა ორი მესიჯი, რომლებიც დანიშნულების ადგილას ზუსტად მივიდა!

  1. საერთაშორისო ორგანიზაციები, რმლებმაც ნახეს და უსმინეს მიშას სატელევიზიო გამოსვლებს, მოწოდებებს, მისი მომხრეების აღფრთოვანებულ კომენტარებს, შეშფოთებებს საქართველოს ხელისუფლებისგან მოსალოდნელ პროვოკაციებზე (ვითომდა ჩამოყვანილი მოჭიდავეები, აეროპორტში გადაღებული ვინმე სპორტული აღნაგობის ადამიანი, ქალბატონებზე გავრცელებული ხმები დ.ა.შ.)
  2. მთელს საქართველოში და თუნდაც აბაშის რაიონში, სოფელ მარანში ბიძაჩემ ზაქროს ჰკითხეთ ლიეჟის “შეხვედრაზე”. ზაქროს, რომელიც რომელიმე მეზობელთან ერთად ქლიავის არაყს შმუთავს და რ2-ს უყურებს. კარგით რა, რეალურად შევხედოთ. და იმასაც შევხედოთ ჩვენ ნორმალური ხალხი (არა ხეკლისუფლება, ნორმალურად მოაზროვნე ხალხი!) რამდენს გავქაჩავთ და რამდენს შევძლებთ?

მეშინია ჩემი თავის. არ დავიღალო!”, – წერს გაბრიჭიძე “ფეისბუქის” გვერდზე.