ახალგაზრდული იდეები და ინიციატივები

ახალგაზრდული იდეები და ინიციატივები

ახალგაზრდული იდეებისა და ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ხელვაჩაურის რესურსცენტრის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი 10 პროექტი დაფინანსდა.

პროექტების მიღება მიმდინარე წლის 15 იანვარს დაიწყო. შეფასებისას გათვალისწინებული იქნა შემდეგი კრიტერიუმები: პროექტების აქტუალურობა, პროდუქტიულობა, მდგრადობა, პროექტის მოსარგებლეთა რაოდენობა, პროექტის ინოვაციურობა და კრეატიულობა.

- ახალგაზრდულ ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში დაფინანსდა შემდეგი სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტები:

- სალიბაურის N1 სკოლა -,,უხილავი საფრთხეები და მოზარდები“;

- განთიადის სკოლა -,,ახალი ხედვა-წიგნიერთა კლუბი“;

- მახინჯაურის სკოლა - ვზრუნავთ გარემოზე“;

- "ახალსოფლის სკოლა - ‘წიგნი განათლების საწინდარია“ ,,მეტი ხე, მეტი ჟანგბადი"; ;

- ჭარნალის სკოლა -,,ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში";

✔️- ჩიქუნეთის სკოლა -,,მაგიდის ჩოგბურთის სწავლება და შეჯიბრებები",

- ქედქედის სკოლა -,,წიგნიერება სკოლაში“,

- თხილნარის N1სკოლა - ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა";

- ხელვაჩაურის N1სკოლა -,,მივცეთ მეორედ სიცოცხლის უფლება უკვე გამოყენებულ ნივთებს";

პროექტები პერიოდულად, აპრილის თვის ბოლომდე განხორციელდება.