ბიძინას დაუქირავებია

ბიძინას დაუქირავებია "კარგოს" თვითმფრინავი, ზურაბ წერეთელი ჩამოჰყავს, რეზო ამაშუკელი კონსულტანტად აუყვანია...

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი,  კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას ეხმაურება.

"ლიეჟის ექო:

ყური მოვკარი, რომ ბიძინას ახლა დაუქირავებია "კარგოს" თვითმფრინავი, რომ მომდევნო შეკრების ადგილზე გადაიტანოს 50 X 100 მეტრზე ახლიდან დაბეჭდილი პლაკატი "არა ნაცებს, არა ბოროტებას", საიდანაც დაღრეჯილი სახეები გადმოგვყურებენ. სადაც არ უნდა ჩატარდეს, ყველგან გაშლიან.

თანაც ზურაბ წერეთელი ჩამოყავთ და მოზაიკური პანოს, "სეროჟას სიზმარის" სტილში აპირებენ გააკეთონ ნაცების გრანდიოზული პანო რომელიმე დიდ შენობაზე, რამაც ამომრჩეველი უნდა შეზაროს და ხმა ისევ "ოცნებას" მისცეს. რეზო ამაშუკელი მოყავთ პანოს კონსულტანტად, რომელსაც მეტსახელი აქვს შერქმეული ყველაზე და თემატურად უნდათ, რომ გამოსახონ - ბუზი, გომბეშო, "ჩინელი" და ა.შ“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცნობისათვის, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრას წინ უძღოდა ინციდენტი. მათ წინააღმდეგ განწყობილი ემიგრანტები დარბაზში არ შეუშვეს.