"არანიარი შეთქმულების თეორია აქ არ არსებობს, ეს მიღებული პოლიტტექნოლოგიაა ყველა ქვეყანაში"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სააკაშვილის ინიციატივას - აჭარაში "ალტერანტიული მთავრობის" შექმნასთან" დაკავშირებით.
"ეს გარკვეული პოლიტტექნოლოგიის საკითხია, როდესაც ოპოზიცია "ჩრდილოვან კაბინეტს" თუ "ალტერნატიულ მთავრობას" ქმნის, რას დაარქმევ მნიშვნელობა არა აქვს.
"ამის გაკეთება სხვა პარტიებსაც შეუძლიათ და ეს კეთდება იმისთვის, რომ ხალხმა შეაფასოს და ანალიზი გააკეთოს, რა ხდება. ანუ ეს არის ადამიანების გაერთიანება, რომელიც თავის საარჩევნო ალტერნატივას სთავაზობს, რომელიც ამომრჩევლის შეფასებაზე იქნება დამოკიდებული.
"ეს მიღებული პოლიტტექნოლოგიაა ყველა ქვეყანაში და სანამ ისინი კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებენ და კაბინეტებში არ შევარდებიან, სავსებით აქვთ უფლება თავისი მოსაზრებები გამოთქვან.
"რაც შეეხება სააკაშვილის პესპექტივას, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ეს დამოკიდებულია "ქართულ ოცნებაზე", რაც მეტ სიბრიყვეს ჩაიდენს "ოცნება" მით მეტი პერსპექტივა აქვს სააკაშვილს.
"დღეს "ქართული ოცნების" პრობლემა სააკაშვილი და "ნაციონალური მოძარობა" კი არ არის, დღეს პრობლემა თავად "ოცნების" შიგნითაა, ყველაფერი თავზე ენგრევათ და მხოლოდ მარტივი საკითხებით არიან დაკავებული, ბესელია მოერევა კობახიძეს თუ პირიქით. იმის იქით არ იყურებიან.
"არც მე და არც საზოგადოებას სააკაშვილის ჯინი კი არ გვჭირდა, ჩვენ მანკიერ სისტემას ვებრძოდით, "ოცნების" პოლიტსაბჭოს იმ წერილში სხვა არაფერი ეწერა, რომ ჩვენ გადავიბარეთ ეს მანკიერი სისტემაო. რადგან გადაიბარეს პასუხისმეგბელობაც უნდა აიღონ ამ მახინჯ სისტემაზე. ასე რომ, "ოცნება" ნელ-ნელა "ნაციონალურ მოძრაობას" ემსგავსება"- განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.